ლატვიის დელეგაციის წევრები მესტიას ეწვივნენ

მესტიის მუნიციპალიტეტს ორდღიანი ვიზიტით ეწვივნენ ლატვიის აღმასრულებელი მთავრობის დირექტორთა ასოციაციის წარმომადგენლები – ლატვიის სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები. მესტიის მინიციპალიტეტის პრესცენტრის ინფორმაციით, დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლატვიის დედაქალაქ რიგის ადგილობრივი და რეგიონული მთავრობის თავმჯდომარე ქალბატონი, სნიეძე სპროგე.
ლატვიის მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე შეხვდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კაპიტონ ჟორჟოლიანს, საკრებულოს თავმჯდომარეს, მაიზერ ჯაფარიძეს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფროსებსა და ა(ა)იპ–ების ხელმძღვანელებს.
ლატვიის დელეგაცია გაეცნო მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის სპეციფიკას. სტუმრებმა ადგილობრივ კოლეგებს გაუზიარეს მათი ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, კერძოდ: ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, მყარი ნარჩენების მართვის, ადგილობრივი მმართველობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები