“C ჰეპატიტის პროგრამის პრიორიტეტი იქნება პაციენტის მდგომარეობა და არა ზარი ახლობელთან”

“C ჰეპატიტის პროგრამის პრიორიტეტი იქნება პაციენტის მდგომარეობა და არა ზარი ახლობელთან”,- ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
“მინდა ყველა დავარწმუნო, რომ პროგრამაში ჩაერთვება ყველა ადამიანი. გადაწყვეტილება ასეთია, პირველ ეტაპზე ჩაერთვებიან ის ადამიანები რომლებსაც ღვიძლი აქვთ სერიოზულად დაზიანებული. რომელიც დაავადებულია C ჰეპატიტით, უბრალოდ ამ ადამიანებს ახლა სჭირდებათ სასწრაფო შველა და მკურნალობა”, – განცხადა კვარაცხელიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, “პირველ ეტაპზე, მკურნალობას დაიწყებს 5000 პაციენტი. ეს არ ნიშნავს იმას რომ დანარჩენები არ იმკურნალებენ. ჩვენ ვუმკურნალებთ ყველა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანს და ამ ვირუსის მატარებელს. სწორედ ამას ნიშნავს ელიმინაციის პროგრამა. პირველ ეტაპზე ჩაერთვებიან ის ადამიანები რომლებსაც ღვიძლი აქვთ სერიოზულად დაზიანებული. ღვიძლის დაზიანების გარდა, დანარჩენი სხვა კრიტერიუმი, ნათესაობა, მეგობრობა. და ა.შ. გამორცხულია. ზუსტად შემიძლია გითხრა, ვინ იქნებიან ეს პაციენტები. ესენი არიან პაციენტები ღვიძლის კომპენსირებული ციროზით, ღვიძლის F4 დაზიანებით. მეორე, ღვიძლის შორს წასული ციროზით, ასევე პაციენტები ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზით, რომლებიც არიან ტრანსპლანტაციის კანდიდატები, ასევე პაციენტები, რომლებსაც ტრანსპლანტაცია გაკეთებული აქვთ და HCV რეინფექციით, პაციენტები რომლებსაც აივ ინფექცია აქვთ და NBV კოინფექციის მატარებლები არიან. ეს პაციენტები ჩაერთვებიან, პირველ რიგში, ამ პროგრამაში.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები