გორი-ხაშურის მონაკვეთზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა – დაშავებულია 3 ადამიანი

 თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის – ერთი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა და სამი მსუბუქი ავტომობილი. დაშავდა 3 მგზავრი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, საქმე 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები