ყაზბეგში ორი ავსტრიელი ტურისტი დაიღუპა

ყაზბეგში ავსტრიელი ტურისტები დაიღუპნენ. როგორც” კვირას” შსს-ში განუცხადეს, ექსპედიცია 12 კაცისგან შედგებოდა, მათ შორის ორმა – შუახნის ქალმა და მამაკაცმა, უამინდობისა და გაფრთხილების მიუხედავად, მწვერვალის დალაშქვრა გადაწყვიტეს და ჯგუფს გამოეყვნენ. სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო და ისინი გარდაცვლილები იპოვეს. ტურისტები ყაზბეგში, პროზექტურაში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები