ავტოსაგზაო შემთხვევა ხონში მსხვერპლით დასრულდა – ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა

ქუთაისი-ხონის გზაზე ერთმანეთს “ოპელის”, “ჰიუნდაის მარკისა” და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვენეს. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
“ადგილზე რამდენიმე წუთში გამოვცხადდით. ავარიას სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა. ერთ-ერთ ავტომანქანაში სამხედროებიც ისხდნენ, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – განაცხადა შსს-ს იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი ანდრო სამხარაძე.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ქუთაისი-ხონის გზაზე მოძრაობა შეზღუდული იყო, თუმცა ამ დროისთვის სამართალდამცველებმა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე აღადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები