იაპონიის პარლამენტმა საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „ჯორჯია“ დაარქვა

იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატამ ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „ჯორიჯიას“ უწოდებენ.
შესაბამის საკანონმდებლო აქტს იაპონელი დეპუტატები საქართველოს ხელისუფლების თხოვნით განიხილავდნენ. თბილისმა ტოკიოს ჯერ კიდვ 2009 წელს მიმართა წერილით, რომ ფონეტიკური სახელწოდება „გრუზია“ რუსული ენიდან არის აღებული.
ამ გადაწყვეტილების საბოლოო საკანონმდებლო დადასტურებისთვის საჭიროა იაპონიის პარლამენტის ზედა პალატის თანხმობაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები