თვითმკვლელობის მცდელობა გორში – 18 წლის ახალგაზრდა ხეივანზე ჯაჭვზე ჩამოკიდებული ნახეს

18 წლის ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა ქალაქ გორში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ეზოში, ხეივანზე ჯაჭვზე ჩამოკიდებული ნახეს. იგი ამჟამად ხელოვნური სუნქთვის აპარატზეა შეერთებული. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები