გლდანში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

გლდანში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული გიორგი ხოზრევანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
როგორც ჟურნალისტებს მისმა მკურნალმა ექიმმა განუცხადა, პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მას უკვე ჩაუტარდა ერთი გადაუდებელი ოპერაცია და ესაჭიროება მეორეც, რომელიც ჯანრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე ჩაუტარდება.
დაშავებულს სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვს. გიორგი ხოზრევანიძე გლდანში 12 აპრილს გაზის აფეთქების შედეგად დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები