გორში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა

გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სოფელში გორიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც “მერსედესის” მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო (276-ე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, მე-7 ნაწილი: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები