აბაშაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. “ნისანის“ მარკის ავტომობილი აბაშა-ჯაპანის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში ჩავარდა. შემთხვევის მიზეზად ცუდი ხილვადობა სახელდება. ავტომობილში 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ორმა ავტომობილიდან გამოსვლა შეძლო. 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სახლში მკურნალობენ. დაღუპულთა ცხედრები წყლის არხიდან უკვე ამოიტანეს და ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოჯახი სასაფლაოდან სახლში ბრუნდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები