შსს-ს მაშველებმა ცხრა მოქალაქე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად მოქალაქეები შავი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტ ,,112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქ.ბათუმში ეროვნებით აზერბაიჯანელი საქართველოს ცხრა მოქალაქე, მათ შორის 3 არასრულწლოვანი, შავ ზღვაში სასეირნო კატარღით შევიდნენ, რის შემდეგადაც კატარღას ძრავი გაუფუჭდა და მოქალაქეები შველას ითხოვდნენ. სამაშველო ჯგუფი ადგილზე დროულად გამოცხადდა და ჩატარებული სპეციალური სამუშაოების შედეგად მოხდა მათი ნაპირზე უვნებლად გამოყვანა. აღნიშნული კატარღა კი მაშველებმა საბუქსირე საშუალებით ნაპირზე გადაიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები