ხობში მომხდარ ავარიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამეგრელოში, ხობში მომხდარ ავარიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი 9 წლის ბავშვს დაეჯახა. ავტომობილს მძღოლმა ბავშვის საკუთარი მანქანით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა სცადა, თუმცა იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. თვითმხილველთა თქმით, ავტომობილი სწრაფად არ გაადგილდებოდა, თუმცა ბავშვმა მას ცენტრალურ მაგისტრალზე გზა მოულოდნელად გადაუჭრა. მათივე თქმით, მძღოლი პოლიციას ჩაბარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები