გლდანში მომხდარი აფეთქება მსხვერპლით დასრულდა

გლდანის მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულია მერვე სართულზე მცხოვრები 65 წლის ქალი, რომელიც აფეთქებით გამოწვეული ნგრევის შედეგად ე.წ. სინკარებს შორის მოყვა. მისი გამოყვანის ოპერაციას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აწარმოებდნენ, თუმცა ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამაშველო სამუშაოების პროცესში აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან ქალბატონის გარდა კიდევ 3 პირის გამოყვანა მოხდა. ერთი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ორ პირს კი ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა. გლდანის მე-2 მიკრორაიონის 25 კორპუსში, აფეთქება სავარაუდოდ გაზმა გამოიწვია. მთლიანად ჩანგრეულია მე-9 მე-8 სართულები. აფეთქების შედეგად დაზიანდა სხვა სართულებზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები