ბათუმში ოთხი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ერთი ადამიანი დაშავდა და ოთხი ავტომობილი დაზიანდა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის, ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები