თბილისში ნიგერიის ოთხი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს

თბილისში, ვაჟა – ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ნიგერიის ოთხი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომ ოთხი სტუდენტი ორი დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოსულა და ბინაში შეღწევის შემდეგ იქ ცხედრები აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამი სტუდენტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ერთი სტუდენტის სიკვდილის მიზეზი მხუთავი აირის გაჟონვა გახდა, უბედური შემთხვევა კი არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. გარდაცვლილთა მეგობრების თქმით, სტუდენტები ორი დღე არ გამოჩენილან, შემდეგ პოლიციას მიმართეს, სამართალდამცველებმა კი დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს. ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები