მინდია ჯანელიძეს პარლამენტთან აქციით ხვდებიან

თბილისში, პარლამენტთან თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქციას სახელწოდებით: “ქოლგით ქვეყანას ვერ დაიცავ” “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაცია მართავს. ისინი საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმთან დაკავშირებულ ჯანელიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს აპროტესტებენ. “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს აქციაზე მიტანილი აქვთ ქოლგები, ასევე ბანერები წარწერით: “საჰაერო თავდაცვა – ძლიერი სახელმწიფოს გარანტია”. “ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მინისტრს მოვუწოდოთ, გააგრძელოს მემორანდუმზე მუშაობა, რათა საქართველოს ცა იყოს დაცული და ქართველები თავს ქოლგებით არ იცავდნენ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ახალგაზრდული ფრთის წევრების განცხადებით, აქცია თავდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლამდე გაგრძელდება. მინდია ჯანელიძე პარლამენტში დღეს 13.00 საათზე მივა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები