არჩილ თალაკვაძე: სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში იყო, ქვეყნიდან 12 კანონიერ ქურდს რომ საზღვრიდან აცილებდნენ

სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იყო, რომ ქვეყანაში შემოსულ კანონიერ ქურდებს საზღვრიდან აცილებდნენ, – ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „არჩევანში“ საპარლამენტო უმცირესობის წევრს პავლე კუბლაშვილს.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ქვეყანაში შემოსული 12-მდე კრიმინალი საზღვარზე გადააცილეს.
მინისტრის მოადგილემ იმ 12 კრიმინალური ავტორიტეტის სია წარმოადგინა, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების დროს საქართველოს საზღვარი მაღალჩინოსნების დახმარებით დატოვეს. თალაკვაძემ მათი ვინაობა პირდაპირ ეთერში არ გაამჟღავნა, თუმცა გადაცემის წამყვანს დაჰპირდა, რომ 12 კრიმინალის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს.
„სწორედ მათი მმართველობის პერიოდში იყო, როდესაც ქვეყანაში შემოსულ კანონიერ ქურდებს საზღვრიდან აცილებდნენ. 12 კრიმინალის სიას, ვინაობას და ვინ როდის გადაკვეთა საზღვარი წლების მიხედვით მოგაწვდით. მოვერიდები პირადი მონაცემების ვინაობების გახმაურებას, ამიტომ გადმოგიგზავნით. 12-მდე კანონეირი ქურდი გადააცილეს, სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვაბრალებენ. რამდენიმე დღის წინ კანონიერი ქურდი როგორც კი შემოვიდა ქვეყანაში, ჩვენ დავაკავეთ. ჩვენ ვიყავით ასევე ის ადამიანები, რომლებმაც პოლიციის კანონის ჩარჩოებში მოვათავსეთ საქმიანობა, რომლის ერთ მხარეს არის ადამიანის უფლებების დაცვა და მეორე მხარეს არის კრიმინალთან ბრძოლა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები