საქართველოს დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

14 აპრილს საქართველოს დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები: მარტინ ლიდეგორდი, ბჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი ეწვევიან. აღნიშნული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კერესელიძემ აღნიშნა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ ესტუმრება ჩვენს ქვეყანას. მისივე თქმით, სამი მინისტრის ქვეყანაში ჩამოსვლა ნიშანია იმისა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და ქვეყნის ევროინტეგრაციას.
“ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი საქართველოსადმი სოლიდარობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა. განსაკუთრებით მაისში დაგეგმილი რიგის სამიტის წინ”, – განაცხადა კერესელიძემ.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ქართველი კოლეგის გარდა, შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში პოლონელ კოლეგასთან ერთად თამარ ბერუჩაშვილი ხელს მოაწერს მემორანდუმს, რომელიც აფუძნებს თბილისის კონფერენციას – თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმატს. აღნიშნული გულისხმობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები