რუსთავში მიკროავტობუსი დაიწვა

რუსთავში მე-19 მიკრორაიონში, #11 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,მერსედეს სპრინტერის” მარკის სამარშრუტო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. მიკროავტობუსი მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე გამოძახებული იქნა რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი ბრიგადა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით ერთი საათი მოანდომეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები