თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაილერი ამობრუნდა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაზიანდა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ქიმიური ნივთიერება გადაჰქონდა, გზის სავალი ნაწილიდან მოსრიალდა და გადავარდა, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 2 სამაშველო ბრიგადის თანამშრომლები მუშაობენ. მათ შორის არიან ქიმიკოსები, რომლებიც ქიმიური ნივთიერების შემცველობას ადგენენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, სატვირთო ავტომანქანას, რომელიც ამოტრიალდა, ქიმიური ნივთიერებით დატვირთული ცისტერნა მოწყდა. შემთხვევა თბილისის ზღვაზე, ვარკეთილის მხარეს მოხდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სსკ 276-ე მუხლით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები