ბათუმში მომხდარი დანაშაული გახსნილია

   ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული გახსნილია. სამართალდამცველებისთვის განხრახ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია. შს სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიების შედეგად დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. გამოძიება განხრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 32 წლის მამაკაცი, რომელიც ცივი იარაღით დაჭრეს, მკურნალობის კურსს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაგრძობს. დაზარალებულს მრავლობითი სახის მძიმე ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები