ალაზნის სარწყავ სისტემაში მამაკაცი დაიხრჩო

მდინარე ალაზნის სარწყავ სისტემაში მამაკაცი დაიხრჩო. უბედური შეთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოხდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, სამძებრო ოპერაციებში ჩართული იყო კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ცხედარი დღეს დილით იპოვეს. „კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლის გიგლა მექუდიშვილია. ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები