„იმედს ვიტოვებ, რომ „კაბელების საქმეზე“ დაკავებულ პირებს 15 აპრილს გაათავისუფლებენ“
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ვიქტორ დოლიძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ ისაუბრა.
დოლიძე „კაბელების საქმეში“ ბრალდებული პირების უდანაშაულობაში დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ ისინი 15 აპრილს გათავისუფლდებიან. „კაბელების საქმეში“ ბრალდებული ხუთივე ადამიანი აბსოლუტურად უდანაშაულოდ ზის საპატიმროში, ეს „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული თემაა და სულ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ტექნიკური მიზეზების გამო გუშინ სასამართლო პროცესი გადაიდო. მოხდა მტკიცებულებების გაცვლა ადვოკატსა და ბრალდების მხარეს შორის. 15 აპრილს ჩაინიშნა შემდგომი სხდომა და იმედი მაქვს, ივანიშვილის პირადი პატიმრები გათავისუფლდებიან“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.