თბილისის მერიას ფინანსური პოლიცია და პროკურატურა ამოწმებს

თბილისის მერიაში თბილისის ფინანსური პოლიცია, მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო, მთავარი პროკურატურა და თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიაა შესული, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებები ერთდროულად 5 სამსახურს ამოწმებენ.
„ცალსახაა, რომ ამ ვითომ გამოძიებისა თუ შემოწმების მიზანი, რომელიც წინაასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა, კვლავ პოლიტიკური ზეწოლა და ხელების გადაგრეხვის პროცესის გაგრძელებაა. მიზანი კი ნათელია, საარჩევნო პროცესს ჩამოაშორონ ის ადამიანები ვინც თავისი პროფესიონალიზმისა თუ გაწეული სამუშაოდან გამომდინარე, განსაკუთრებით რაიონის გამგებლები, არჩევნებისას მათ რეალურ კონკურენტებად აღიქმებიან და მეორეს მხრივ, საკრებულოს ,,ქართული ოცნების” უმრავლესობის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ახირების გამო ჩაგდებული ბიუჯეტით თბილისელებისათვის გამოწვეული პრობლემების გადაფარვა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას ნაცვლად ჩვენი დაშინების მცდელობისა, აკეთონ რეალური საქმე თბილისელებისათვის, ნუ იქნებიან ირაკლი შიხიაშვილის ახირებების დამცველები, რაც თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას გულისხმობს და სულ ცოტა თბილისის მერიას მაინც ნუ შეუშლიან ხელს საქმის კეთებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები