საქართველოს რკინიგზამ ახალი სარკინიგზო ხიდი გახსნა – ფოტოკოლაჟი
საქართველოს რკინიგზამ ახალი სარკინიგზო ხიდი გახსნა. ახალი ხიდის პროექტის ავტორი შპს „ჯითითრეიდია“, ხოლო სამშენებლო სამუშაოები სს „ხიდმშენმა“ შეასრულა. რამდენადაც ცნობილია, ხიდზე და ხიდის მისასვლელებზე ლიანდაგის დაგება სალიანდაგო დეპარტამენტმა უზრუნველყო, ხოლო საკონტაქტო ქსელის მონტაჟი ელექტრომომარაგების დეპარტამენტმა განახორციელა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 მილიონ 107 ათას 650 ლარს შეადგენს.