საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და კორეის რესპუბლიკის საზღვაო საქმეთა და თევზჭერის სამინისტროს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმის ხელმოწერის პროცედურა დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, კორეის მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის თანაშემწემ ზღვაოსნობისა და ლოგისტიკის საკითხებში, ჯონ კი-ჯონგმა მოაწერა, საქართველოს მხრიდან კი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა ახალაძემ. ხელმოწერა საქართველოს საელჩოში სეულში გაიმართა. მემორანდუმის გაფორმების შედეგად, პრაქტიკულად შექმნილია ის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც მისცემს ქართველ მეზღვაურებს კორეულ სავაჭრო-საზღვაო გემებზე დასაქმების შესაძლებლობას. კორეის მხარის ინფორმაციით, საქართველოს საკმაოდ მაღალკვალიფიციური მეზღვაურები გააჩნია და რიგი კორეული კომპანიები უკვე გამოთქვამენ მათი დაქირავების დაინტერესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები