„ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტს დაანონსებული სამოქმედო გეგმის განხორციელებას იწყებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტის აქციაზე დაანონსებული სამოქმედო გეგმის განხორციელებას იწყებს. გეგმის დეტალებზე პარტიის ლიდერებმა დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს გოკა გაბაშვილმა განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელიც ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში ამ პროცედურის დასაწყებად უნდა გადადგას. გაბაშვილის ინფორმაციით, ამოქმედდება ანტიკორუფციული კომიტეტები. ამ კვირაში სამი კომიტეტი შეიქმნება – გურჯაანში, სენაკსა და თბილისში, კერძოდ გლდანის რაიონში. მისივე თქმით, შეხვედრაზე საპროტესო აქციებისა და პიკეტირებების გეგმაც განიხილეს, თუმცა ამასთან დაკავშიებით სხვა ინფორმაციას არ აკონკრეტებენ.
გაბაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კოლეგებთან, მათ შორის „თავისუფალ დემოკრატებთან“ კონსულტაციებს გამართავს.
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „თავისუფალი დემოკრატები“ არცერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები