მანანა კობახიძე: პარლამენტი მთავრობას პარლამენტში მოსვლას ვერ დაავალებს

პარლამენტი მთავრობას ვერ დაავალებს პარლამენტში მოსვლას, – ამის შესახებ განცხადება ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გააკეთა.
“მთვარობა და მასთან ერთად ყველა დაინტერესებული პირი იქნება ინფორმირებული. მთავრობის წევრს აქვს უფლება, მობრძანდნენ და დაესწრონ, მაგრამ პარლამენტი მათ ვერ დაავალებს საკანონმდებლო ორგანოში მოსვლას. ასეთ ჩანაწერს რეგლამენტი არ ითვალისწინებს,” – განაცხადა მანანა კობახიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი პარლამენტს სთხოვს, პრეზიდენტის გამოსვლაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპკორპუსის დასწრება უზრუნველყოს. აღნიშნული მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში 31 მარტს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები