პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართავს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართავს და სთხოვს, პრეზიდენტის გამოსვლაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპკორპუსის დასწრება უზრუნველყოს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა. „ამ მოხსენების განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა დაესწრონ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმ ინსტიტუციების წარმომადგენლები, რომლებიც ტრადიციულად, პრეზიდენტის მოხსენებას ესწრებოდნენ. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ პარლამენტს, უზრუნველყონ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ასევე, დიპლომატიური და სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწილიურ მოხსენებაზე დასასწრებად. ამ თხონით ჩვენ ოფიციალურად წერილობითაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში 31 მარტს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები