კახა კალაძე „ნაციონალების” ინიციატივას 21 მარტის აქციის მსგავს ფინალს უწინასწარმეტყველებს

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მთავრობის იმპიჩმენტის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას ეხმაურება.
როგორც კალაძე აცხადებს, მათი ეს ინიციატივა ისეთივე შედეგით დასრულდება, როგორი შედეგითაც 21 მარტის აქცია დასრულდა.
„ჯერ იყო და 21 მარტს გვემუქრებოდნენ თითქოს, მთავრობას გადააყენებდნენ თავისი აქციის საშუალებით. მე ვფიქრობ, დღევანდელი მათი ინიციატივაც ისე დასრულდება, როგორც 21 მარტის აქცია“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები