ლარი გაუფასურებას განაგრძობს
საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. ლარი დღეს მცირედით კვლავ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.2265 ლარი ეღირება, 21 მარტს დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.2230 ლარი იყო.
ლარი ოთხი პუნქტით დაეცა ევროსთან მიმარებაშიც. ხვალ 1 ევრო/2.4182 ლარი იქნება. ბოლო ორი დღის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.3762 ლარს შეადგენდა.
2.2230 ოფიციალური კურსის პირობებში 1 აშშ დოლარი ბოლო დღეების განმავლობაში კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში საშუალოდ 2.26 ლარს აღწევდა.