ირაკლი ალასანია: საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება უცვლელია

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება უვლელია.
ამასთან, ალასანიას იმედი აქვს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არც საქართველოს მთავრობა შეცვლის. „მინდა თამამად ვუთხრა საზოგადოებას, რომ ნატოს მხრიდან ამ გეგმაში არაფერია შეცვლილი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალის იმპლემენტაცია მიმდინარეობს, რომელიც შეთანხმებული იყო. სულ ახლახან იყო ჩამოსული საქართველოში შემსწავლელი ჯგუფი ნატოსგან. პრინციპული საკითხი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი იქნება, ნატოს მხრიდან ამ შეთანხმების რევიზია და გადახედვა არ იგეგმება. იმედია, არც საქართველოს მხრიდან“, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები