გიორგი ტყემალაძე სტრასბურგში მიმდინარე 28-ე სესიის კონგრესს ესწრება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა’’ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე სტრასბურგში მიმდინარე 28-ე სესიის კონგრესს ესწრებიან. საკრებულოს ცნობით, კონგრესზე ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების მონაწილეობით ისეთ მნიშვნელოვანი საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ევროპის თვითმმართველობის პრობლემები და წარმოქმნილი გამოწვევები, ასევე ადამიანის უფლებათა დასაცავად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რეაგირების ფორმები და მიგრაციის, დისკრიმინაციისა და სოციალური ჩართულობის საკითხები. სტრასბურგის კონგრესზე ასევე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა კონგრესის შემდგომი ორი წლის ბიუჯეტი და გენერალური მდივნის არჩევნები, საარჩევნო სიები და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის აუცილებელი ძირითადი კრიტერიუმები. კონგრესის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ პოლიტიკაში ახალგაზრდობისა და ქალების ჩართულობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სამომავლო სტრატეგიის თაობაზეც. სტრასბურგის 28-ე სესიის კონგრესი 23 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები