ირაკლი ალასანიამ ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრაზე „კაბელების საქმეზეც“ ისაუბრა

,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ბრიუსელში NATO -ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ირაკლი ალასანიასთან ერთად ვიქტორ დოლიძეც იმყოფება. შეხვედრაზე, მხარეებმა უელსის სამიტის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ NATO ადასტურებს უელსის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის უცვლელ მიმდინარეობას და გამოთქვა იმედი, რომ რაიმე სახის ცვლილებებს არც ქართული მხარე გეგმავს. “თავისუფალი დემოკრატების“ ვიზიტი ბრიუსელში სამ დღეს გაგრძელდება. დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის ლიდერებთან და მოსმენა ALDE ჯგუფთან, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ე. წ. “კაბელების საქმის“ თემასაც განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები