საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე იმსჯელებს

უმრავლესობის სხდომაზე პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ჯანდაცვის კომიტეტის თამჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, საკუთარი პოზიციები ფრაქციის ხელმძღვანელებმა დააფიქსირონ. მისივე თქმით, პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა აკადემიური უნდა იყოს და აურზაურში არ უნდა გადაიზარდოს.
„თუ რა ფორმატში წარიმართება პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, ამ საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური მოხსენებით საკანონმდებლო ორგანოში 31 მარტს წარდგება. ცნობილია, რომ მისი გამოსვლა 30- წუთიანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები