ირაკლი სესიაშვილი პარლამენტში პრეზიდენტთან დებატებს აზრს მოკლებულს უწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, დებატების გამართვა საჭირო არ არის.
როგორც დეპუტატი განმარტავს, პრეზიდენტი აღარ არის მთავრობის მეთაური, შესაბამისად, ის ვერ იქნება პასუხისმგებელი ამა თუ იმ უწყების საქმიანობაზე.
“პრეზიდენტი აღარ არის მთავრობის მეთაური, ის ვერ იქნება პასუხისმგებელი გარემოს დაცვაზე, ეკონომიკაზე და ასე შემდეგ… ამიტომ, ამ კუთხით მასთან დებატი აზრს მოკლებულია, თუმცა პარლამენტი მუდმივად დებატების რეჟიმშია. როგორც წესი ოპოზიციას სურს, რომ პოლიტიკური ტრიბუნა გამოიყენოს, ამ თამაშში მონაწილეობის სურვილი არ მაქვს – მე მინდა მოვუსმინო პრეზიდენტს“, – აღნიშნა სესიაშვილმა.
ოპოზიცია პრეზიდენტის პარლამენტში სატყვით გამოსვლის შემდეგ დებატებს ითხოვს.
გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში 31 მარტს ელოდებიან.