ბიძინა ივანიშვილი: ყოველთვის გვექნება კონტროლი ნეპოტიზმზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ ისევ იქნება ისეთი ფაქტი, როგორც იყო ზვიად ჯანყარაშვილთან მიმართებაში, მთავრობა რეაგირებას აუცილებლად მოახდენს. ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემაში “კვირის 20/30” მთავრობაში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრისას განაცხადა.
“პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდი ძალის მქონე ფიგურაა დღევანდელი კონსტიტუციით, მისკენაა მზერა საზოგადოების და მისგან უნდა იწყებოდეს პირველ რიგში კანონის დაცვა. ვისაც მეტი აქვს ძალაუფლება, კანონიც პირველ რიგში მან უნდა დაიცვას. ჯანყარაშვილის თაობაზე განმარტებები მანაც გააკეთა, მეც მომიწია კომენტარის გაკეთება. როდესაც საზოგადოებისთვის აღარ იყო მისაღები, პრემიერმა გააკეთა დასკვნა და მიიღო გადაწყვეტილება. ეს არის ის რაც ხდება ყველაზე განვიტარებულ ქვეყნებში. კიდევ იქნება მსგავსი შემთხვევა, ამას მოჰყვება რეაქცია. ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი გეგმა არის, რომ ყოველთვის გვექნება კონტროლი ნეპოტიზმზე”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, თუ გავრცელდება ინფორმაცია ნეპოტიზმთან დაკავშირებით, “20/30”-ის ჯგუფი აუცილებლად მოახდენს რეაგირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები