ბიძინა ივანიშვილი: იდეალური ქვეყანა, ინსტიტუტები და ღირებულებები არსად არ არსებობს

დღეს ვერავინ იტყვის რომ საქართველოში არის კორუფცია,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „კვირის 20/30“ განაცხადა.
მისი თქმით, იდეალური ინსტიტუტები, ღირებულებები არსად არ არსებობს და ამის განვითარება ისევე, როგორც ყველა ქვეყანამ საქართველომაც უნდა სცადოს.
„ჩვენ 2014 წლის შემდგომ მოვახერხეთ იგივე ეკონომიკის პირობებში პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია. დღეს ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში არის კორუფცია. გამოვლინებები ალბათ აქაც არსებობს, თუმცა ისეთივე როგორიც არსებობს იმ ქვეყნებში, საითაც ჩვენ მივისწრაფვით – ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და აშშ-ში. იდეალური ქვეყანა არსად არ არსებობს, იდეალური ინსტიტუტები და ღირებულებები არსად არ არსებობს, ყველა ქვეყანა ცდილობს მის განვითარებას და ასევე უნდა ვეცადოთ ჩვენც. ჩვენ ჯერ გაცილებით მეტი გვაქვს სათქმელი. ჩვენ უნდა მივიდეთ მათ დონეზე და შემდეგ მათთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ ის ღირებულებები, რაც ადამიანზეა მორგებული. ადამიანი უნდა იყოს ყველაფრის სათავეში და ყველა ღირებულება ადამიანისთვის უნდა მუშაობდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები