„წინა ხელისუფლება სააკაშვილის მეთაურობით პოლიტიკას ციხეებიდან აწყობდა“

ტყუილად აქვთ ეიფორია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც ყოფილმა პრემიერმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში “კვირის 20/30-ში” საუბრისას აღნიშნა,  ხელისუფლების შემობრუნებას არავინ მიიღებს.
“მოსვლა რომ უნდათ, რა უნდათ, რაც ჰქონდათ ისევ?! ასეთი ბრიყვები ჰგონიათ საქართველოს მოსახლეობა?! ტყუილად აქვთ ეიფორია. როგორ შეიძლება მოვლენები ასე მალე მიჩქმალდეს?! რისი ნოსტალგია აქვთ ქართველებს, იმის, რაც ხდებოდა ციხეებში?! ამიტომ უნდა დაბრუნდნენ?!”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლება, სააკაშვილისა და გუშინდელი დემონსტრანტების მეთაურობით მთელ პოლიტიკას ციხეებით აწყობდნენ.
“პენიტენციური სისტემა არის დღეს პრინციპულად განსხვავებული. სისტემა, რომელიც იყო, დაინგრა. პრინციპულად შეიცვალა დამოკიდებულება. წინა ხელისუფლება, სააკაშვილისა და გუშინდელი დემონსტრანტების მეთაურობით, სწორედ რომ მთელ პოლიტიკას ციხეებიდან აწყობდნენ. ციხეები იყო ლაკმუსის ქაღალდივით. ეს წარსულს ჩაბარდა და ჩვენ ამის მსგავსს არასდროს დავუშვებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები