გიული ალასანია დღევანდელ მზიან ამინდს სიმბოლურად მიიჩნევს
რუსთაველის გამზირზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ის რომ დღეს მზიანი ამინდია, სიმბოლურია.
„ჩემი მოთხოვნა ზუსტად ის არის, რაც იმ ხალხის მოთხოვნა, ვინც აქ მოვიდა. ისევე როგორც სხვა ადამიანებისთვის, ამ ორი წლის განმავლობაში, ჩემთვისაც ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სიმბოლურია ის, რომ დღეს არის ისეთი მზიანი ამინდი, როგორც 2003 წლის 23 ნოემბერს. საშინელი სიცივეების, წვიმების და თოვლის შემდეგ, მზე სწორედ 23 ნოემბერს გამოვიდა. ზუსტად იგივე განმეორდა დღესაც. მე ვფიქრობ, რომ მივაღწევთ იმ მიზანს, რომლისთვისაც ვართ მოსული,“ – განაცხადა ალასანიამ.