კახა კალაძე: საქართველო უახლოეს მომავალში ენერგეტიკულად დამოუკიდებელი იქნება

საქართველო უახლოეს მომავალში ენერგეტიკულად დამოუკიდებელი იქნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „მაესტროს ცხრიანში” ჩართვისას განაცხადა.
ენერგეტიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ შუახევის ჰიდროელექტროსადგურის დაფინანსებისთვის 250 მილიონი დოლარი გამოყო.
“ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში საინვესტიციო კლიმატი ძალიან კარგია. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ე.წ. ოპონენტებს “ნაციონალურ მოძრაობას” არ სიამოვნებს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს. საზოგადოებაზე ეს პროექტები რა თქმა უნდა, აისახება. ინფრასტრუქტურული, სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტი კეთდება ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ, ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები, ეს არის ის, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ენერგეტიკულად დამოუკიდებელი იქნება”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა “მაესტროს ცხრიანში” ჩართვისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები