საქართველოს პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს

  საქართველოს პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს. ტექსტზე მუშაობა დღეს ორ კომიტეტში დაიწყება, ხვალ კი დოკუმენტს სესიაზე დასამტკიცებლად გაიტანენ.
მანამდე კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ვიცე-სპიკერი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და ქვეყნის ბრძოლას ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვენერიტეტისთვის სრულ მხარდაჭერას უცხადებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა უკრაინაში მშვიდობა დაცული იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები