"ფურშეტ ჯორჯიადან" მოლდოვური წარმოების ვადაგასული კვერცხი ამოიღეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე შპს “ფურშეტ ჯორჯიადან” მოლდოვური წარმოშობის 256 ცალი ვადაგასული კვერცხი ამოიღეს. სააგენტოს ინფორმაციით, კვერცხი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
ამასთან, როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონულმა სამსახურებმა მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოავლინეს. მარნეულში, გარდაბანსა და წალკაში ხუთი მეწარმე ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, ი/მ “მანზახირ გუსეინოვი”, ი/მ “ალადინ მირზაევი”, ი/მ “მარშუდ პირიევი”, ი/მ “ლაერტი ტოროსიანი”, ი/მ “ანდრანიკ თამარიანი” დაჯარიმდნენ 300 ლარით. ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის 400 ლარით დაჯარიმდა 3 ბიზნესოპერატორი – ი/მ “გულნარა განჯაევა”, ი/მ “სრაჟდენ მუსაევი”, ი/მ “ფარამაზ მამედოვი”.
ვადაგასული სურსათი – თევზი, ძეხვეული, საკონდიტრო ნაწარმი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვი ამოიღეს ი/მ “გულნარა განჯაევას”, ი/მ “სრაჟდენ მუსაევის”, შპს “დათუნას”, ი/მ “ვაგრამ ტოროსიანის” სასურსათო მაღაზიებიდან.
ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო ლაგოდეხში დაჯარიმდა ი/მ “ვლადიმერ შეირანოვი”. სიღნაღის რაიონის დაბა წნორსა და ლაგოდეხში ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის დაჯარიმდნენ შპს “Friday”, ი/მ “ვეფხია ვეფხვაძე” – ი/მ “მარინე ალადაშვილი”, ი/მ “თამილა ალადაშვილი”.
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით.