საქართველოს ელჩი იაპონიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

 საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე იაპონიის თავდაცვის მინისტრს იცუნორი ონოდერას შეხვდა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დროს, მხარეებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას იაპონიაში მოსალოდნელი ვიზიტის საკითხი განიხილეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იცუნორი ონოდერამ ხაზი გაუსვა იაპონიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტი იაპონიაში ნაყოფიერი იქნება. შეხვედრაზე ელჩმა ლევან ცინცაძემ საქართველო-იაპონიის მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით იაპონურ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. საქართველოს ელჩმა აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები