ნოდარ ხადური: ბიუჯეტის შესრულებას ამ ეტაპზე პრობლემა არ აქვს
ბიუჯეტის შესრულებას ამ ეტაპზე პრობლემა არ აქვს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ აქვს არც შემოსავლების და არც გასავლების ნაწილში.
“დღეს არის 18 მარტი და თავისთავად ცხადია, რომ ორი კვირაა დარჩენილი პირველი კვარტლის დასრულებამდე. ამ ორი კვირის განმავლობაში შემოვა გადასახადები. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ აქვს არც შემოსავლების და არც გასავლების ნაწილში. მეტსაც გეტყვით, თებერვალში დაფიქსირდა დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 15%-იანი ზრდა. რაც დაახლოებით 4-4,5- პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ტოლფასი იქნება. ასე, რომ დაველოდოთ პირველი კვარტლის დასრულებას და ნუ ვიქნებით ძალიან პესიმისტები”, – განაცხადა ხადურმა.