ლარის კურსი კვლავ გაუფასურდა
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ერთი პუნქტით კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი ოფიციალური კურსით ხვალ 1 აშშ დოლარი 2.1939 ლარი ეღირება, დღეს კი მისი ფასი 2.1782 ლარი იყო. ლარი სამი პუნქტით დაეცა ევროსთან მიმარებაშიც. ხვალ 1 ევრო 2.3293 ლარი იქნება. დღეს კი, მისი ფასი 2.2941 ლარს შეადგენდა.