ნოდარ ხადური: ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა უწყებისგან ხარჯების დაზოგვასთან დაკავშირებით მიღებულ მონაცემებზე მუშაობს

ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა უწყებისგან ხარჯების დაზოგვასთან დაკავშირებით მიღებულ მონაცემებზე მუშაობს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს ახალციხეში განუცხადა.
ხადურის თქმით, სამინისტროებისგან ინფორმაციების მიღება დღეს დასრულდა.
“დღეს დასრულდა სამინისტროებისგან ინფორმაციების მიღება, მიმდინარეობს მუშაობა ამ მონაცემებზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარიანტი, გვაქვს სამინისტროების ვარიანტი, ვაგრძელებთ კომუნიკაციას. როგორც კი დავთვლით ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გეტყვით. ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შემცირება არ შეეხება. არსებული მდგომარეობით მხოლოდ მარტში 300 მილიონ ლარზე მეტი გადასახადებიდან არის მობილიზებული. ასე რომ, ჩვენ ამასაც ვაკვირდებით, როგორი იქნება შემოსავლების დინამიკა და მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო ძალიან ბევრ რამეში დაზოგავს თანხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები