ავარია გურიაში მსხვერპლით დასრულდა – არიან დაშავებულებიც

გურიაში, სუფსა – ლანჩხუთის ავტომაგისტრალის ნიგვზიანის მონაკვეთზე რამდენიმე საათის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯნენ, რა დროსაც მსუბუქ მანქანაში მჯდომი 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
აღნიშნულ ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ავარიის დროს დაშავდნენ მიკროავტობუსში მსხდომი მგზავრები, აქედან 2 ლიტვის მოქალაქეა.
მძიმედაა დაშავებული 5 მგზავრი, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. აქედან 2, სერიოზული დაზინებებითა და ტრავმებით ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილები, 3 კი, საშუალო სიმძიმის ტრავმით, ბათუმში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები