შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის დაცვის პოლიციის რეგიონალური სამმართველოს 100-მდე თანამშრომელმა აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში ორი წელია მონაწილეობს და სამინისტროს თანამშრომლები მ. იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკის“ დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.
სისხლის ჩაბარების აქცია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში პერმანენტულად იმართება და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.