ვახტანგ გომელაურმა ნიუ-ჯერსიში დაღუპული სამხედრო კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომალაურმა ნიუ-ჯერსიში ტრაგიკულად დაღუპული ორი ქართველი სამხედრო კურსანტის, სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ოჯახებს მიუსამძიმრა – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვახტანგ გომელაური ქაშუეთის ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე დღეს პრემიერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა დაღუპული კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები